შს მინისტრმა 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელის საქმეზე კომენტარი გააკეთა
ამობეჭდვა · 26 / 10 / 2019 12:59
შს მინისტრმა 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელის საქმეზე კომენტარი გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელის საქმის სასამართლო განხილვის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"სპეცრაზმელმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა - ვთქვათ, არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და ძალა არ იყო გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. „

სროლის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, კონკრეტულად, სადაც მან გაისროლა და რომელიმე მოქალაქე დააზიანა - ამაზე იყო საუბარი. მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და რიგით სპეცრაზმელს არც აქვს უფლება შეაფასოს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ტეგები