საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა. მთავრობის მეთაურმა ახალი სივრცე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად დაათვალიერა.
პრემიერის განცხადებით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული. მისივე თქმით, დღეიდან სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი 5-სართულიანი შენობა, გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო მანქანაზე. ეს არის პირველი სახანძრო-სამაშველო შენობა საქართველოში, რომელშიც არსებობს ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე. შენობაში განთავსდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარი სამმართველო, კოორდინაციის სამმართველოს და ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალური განყოფილება.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |