28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 27 / 10 / 2019 21:21
28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - სამსახურის საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად, უნდა გამონახოთ დრო რომანტიკისთვის. საღამოს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ ახლობლებს. ძილის წინ უახლოეს პარკში გაისეირნეთ.

 

კურო - რაც უფრო ჩახლართულია სიტუაცია, მით მეტად მობილიზებული და მშვიდი უნდა იყოთ. თქვენ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ და გარშემო მყოფებიც დაგეთანხმებიან. თქვენი ტონი პატივისცემასა და თანამშრომლობის სურვილს უნდა აჩენდეს.

 

ტყუპი - რთული ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უნდა გაიღიმოთ. ეცადეთ, ისეთ ადამიანთან ითანამშრომლოთ, ვინც ზედმეტად აღარ დაგამძიმებთ.

 

კირჩხიბი - აკონტროლეთ ემოციები. არავის უნდა დაანახვოთ თქვენი თავი ასეთ მდგომარეობაში. დღეს ტვინით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და არა გულის კარნახით.

 

ლომი - თუ წვრილმანების გამო ნერვებს არ მოიშლით და თუ სხვის ნათქვამს არ გამოეკიდებით, უამრავ საქმეს შეასრულებთ. საღამო ოჯახის წევრეთან ერთად გაატარეთ. მათთან საუბარი გაგამხიარულებთ.

 

ქალწული - ახალი იდეების განსახორციელებლად და ახალი საქმეების დასაწყებად დღევანდელი დღე არ გამოდგება. დღეს უმჯობესია, განმარტოებით იმუშაოთ, მშვიდ გარემოში.

 

სასწორი - ყველაზე კარგად თავს შინ იგრძნობთ. ნათესავები მშვიდ გარემოს შეგიქმნიან და უსიამოვნების მოგვარებაშიც დაგეხმარებიან. მშვიდი დიალოგი გმართებთ თქვენზე განაწყენებულ ადამიანთან.

 

მორიელი - ცოტა შეამცირეთ სიჩქარე, არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. უმჯობესია, დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

 

მშვილდოსანი - იყავით მეტად ცნობისმოყვარე, დასვით კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ნაკლები დრო დაუთმეთ უსიამოვნო ადამიანებთან საქმეების გარჩევას.

 

თხის რქა - თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ შესაძლებლობაში, არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. დღევანდელი დღე შეცდომების გამოსწრებას, უსიამოვნებების აღმოფხვრას (ახლობლებში) დაუთმეთ.

 

მერწყული - სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. უმჯობესია, ცოტა ხანი მოიცადოთ (თუ დრო ითმენს) და დამშვიდებულ გულზე გადაწყვიტოთ ყველაფერი.

 

თევზები - დაფიქრდით, ბოლოს როდის გაესინჯეთ ექიმს? კმაყოფილი ხართ თქვენი ჯანრთელობის მდგომარეობით. დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, საღამო საყვარელი ადამიანების გარემოში გაატარეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.