ავარია თბილისში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 10:11
ავარია თბილისში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.

"პირველი არხის" ინფორმაციით,მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი.

ამასთან, დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

 

ტეგები