სოფიო ქაცარავა: ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც „ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 12:44
სოფიო ქაცარავა: ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც „ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც „ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, - აღნიშნულის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბრიტანეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება და ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ასეთ შეთანხმებას მიაღწია. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, ჩვენ ბრიტანეთთან უკვე გვექნება ორმხრივ ფორმატში ყველა მიმართულებით გაფორმებული შეთანხმება, მსგავსი იმისა, რაც გვაქვს ევროკავშირთან მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ეს რეალურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის მეტ შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ ინტეგრაციას და თანამშრომლობას ისეთ ქვეყანასთან როგორიც არის დიდი ბრიტანეთი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისი თქმით, ამ შეთანხმებას პარლამენტი განიხილავს და რატიფიცირებას მოახდენს მიმდინარე კვირაში.



 

ტეგები