ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 12:48
ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა

20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

საკუთარი ადვოკატების აცილების შუამდგომლობა ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წერილობით წარადგინა. მოსამართლემ ოქრუაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩაერთვება.

ირაკლი ოქრუაშვილი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.

ტეგები