მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია სიმართლეზე, იმ სიმართლეზე, რომელიც არ იძლევა ორგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 14:40
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია სიმართლეზე, იმ სიმართლეზე, რომელიც არ იძლევა ორგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციიდან კვლავ ისმის „გაყალბებული სტატისტიკა“, „გაყალბებული არგუმენტები“,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მან სხვადასხვა წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგები შეახსენა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრს, ირმა ინაშვილს.

„ქალბატონმა ირმამ თქვა, რომ 12-15 %-ია ჩვენი მხარდაჭერა და თურმე სოფლებში არ დავდივართ მაშინ, როცა რამდენიმე ასეული სოფელი ჩვენმა დეპუტატებმა მოიარეს უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში და ზუსტად ვიცით საზოგადოების განწყობები. გეტყვით მშრალი ფაქტებით, რადგან არგუმენტებში უკვე ვიკარგებით, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობთ. მშრალი ფაქტებით 2016 წლის შემდეგ რა ხდება: 2016 წლის 8 ოქტომბერი საპარლამენტო არჩევნები- ქართული ოცნება 48, 68 %; 2017 წლის 21 ოქტომბერი თვითმმართველობის არჩევნები- 55, 81%; 2019 წლის 19 მაისი, ისევ თვითმმართველობის შუალედური არჩევნები - 61 %. გუშინწინ, როდესაც აფენში ჩასული იყო ბოკერიას პარტიის მთლიანი შემადგენლობა, იქ მათ მიიღეს 14 % და ქართულმა ოცნებამ მიიღო 84 %“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია სიმართლეზე, იმ სიმართლეზე, რომელიც მისივე თქმით, არ იძლევა ორგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

ტეგები