ზაზა გაბუნია: წყალტუბოს აღორძინება ეკონომიკური თვალსაზრისით სასიცოცხლოა საქართველოს სულ ცოტა სამი რეგიონისთვის და უმნიშვნელოვანესია მთელი ქვეყნისთვის
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 14:43
ზაზა გაბუნია: წყალტუბოს აღორძინება ეკონომიკური თვალსაზრისით სასიცოცხლოა საქართველოს სულ ცოტა სამი რეგიონისთვის და უმნიშვნელოვანესია მთელი ქვეყნისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

“ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა წყალტუბოს აღორძინებაზე და მისთვის თანამედროვე, უნიკალური ფუნქციის შეძენაზე. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება წყალტუბოსა და მის შემოგარენში. ამავდროულად, სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახები ღირსეული საცხოვრებლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი და მათ დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 – 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთის ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევს, სარგებლის მიღებას კი რაჭა ლეჩხუმის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის მოსახლეობაც შეძლებს. ვხედავთ ეროვნული მნიშვნელობის საქმის დასაწყისს. წარმატება მინდა ვუსურვო ამ წამოწყებას”, განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

ტეგები