თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ გურამიშვილის გამზირზე არსებული კორპუსის შემოწმება დაასრულა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 16:31
თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ გურამიშვილის გამზირზე არსებული კორპუსის შემოწმება დაასრულა

გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება
ამოხდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის, ლაშა სამხარაძის განცხადებით, დასკვნის თანახმად, კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული.

„ლაბორატორიის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად
საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები. დაზიანება ამ ლოკაციაზე არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მე-4 ხარისხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. სანამ კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი
სამუშაოები არ ჩატარდება, იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, - განაცხადა ლაშა სამხარაძემ.

ტეგები