ირაკლი აბუსერიძე: წყალტუბოს აღორძინების პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივებს
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 16:41
ირაკლი აბუსერიძე: წყალტუბოს აღორძინების პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივებს

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყების შესახებ უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს რეგიონის ტურისტულ ცენტრად გადაქცევისა და ეკონომიკური აღორძინების პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება წყალტუბოში მდებარე ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია და
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა.

„დარწმუნებული ვარ, წყალტუბოს განვითარების გეგმა, ისევე როგორც მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, იქნება კიდევ ერთი წარმატებული წამოწყება ქართული ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. წყალტუბოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, სამედიცინო ტურიზმის კუთხით გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და მოიზიდოს უამრავი ტურისტი. აღნიშნული მიზანი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების უზრუნველყოფა.

გარდა გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მოტანისა, რეგიონის განვითარების გეგმა მნიშვნელოვანწილად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე: პროექტის განხორციელება გაზრდის ინვესტორების ინტერესს რეგიონის მიმართ, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელს nშეუწყობს კვალიფიციური კადრების ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებას,“ - აცხადებს
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე.

ტეგები