გიორგი ვოლსკი: წყალტუბოს რეაბილიტაციის პროქტი არის შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი, სამედიცინო ტურიზმის რუკაზე საქართველოს მყარი დამკვიდრების მიზნით გაკეთებული პროექტი
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 17:33
გიორგი ვოლსკი: წყალტუბოს რეაბილიტაციის პროქტი არის შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი, სამედიცინო ტურიზმის რუკაზე საქართველოს მყარი დამკვიდრების მიზნით გაკეთებული პროექტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის დაწყებას 2020 წლის არჩევნებს უკავშირებენ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას ახსოვს ოპოზიციის ნეგატიური კონტექსტის მქონე განცხადებები კურორტ აბასთუმანთან დაკავშირებით.

„მახსოვს საკმაოდ მწარე განცხადებები აბასთუმანთან დაკავშირებით, რომ ეს ტერიტორია უნიკალურია და ბიძინა ივანიშვილს სურს მიითვისოს. ტელესკოპის მითვისების მცდელობაც კი დააბრალეს. წყალტუბოს რეაბილიტაციის საკითხი არ არის ის თემა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ ჩვენს დღევანდელ დღეს. ეს არის შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი, სამედიცინო ტურიზმის რუკაზე საქართველოს მყარი დამკვიდრების მიზნით გაკეთებული პროექტი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, სავალალო ის რის, რომ მას და მის თანაგუნდელებს ამ თემაზე უხდებათ თავისმართლების რეჟიმში ყოფნა. „ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ნეგატიურ განცხადებებს აკეთებენ, ორიენტირებული არიან, ტელევიზიებმა დასვან შეკითხვები ისე, რომ მე - უმრავლესობის ლიდერს, ან პარლამენტის თავმჯდომარეს, ან სხვა რომელიმე თანაგუნდელს მოუხდეს თავის მართლება: იმისათვის, რომ შენდება ტყე-პარკები, ბოტანიკური ბაღები; იმისათვის, რომ აშენდა საკონცერტო დარბაზი; იმისათვის, რომ ქუთაისი იქცევა განათლებისა და ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრად; იმის გამო, რომ აბასთუმანი და წყალტუბო, ეს მარგალიტები საქართველოს მიწაზე, იქნებიან რეაბილიტირებული და იმის გამო, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მსოფლიო მნიშვნელობის ტრაგედიას გარკვეული თანხა შესწირა. ეს არის სტრატეგიული გათვლა, თორემ კარგად იციან ბობოხიძეებმა, რომ რეალურად საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

ტეგები