წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 20:16
წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

31 ოქტომბერს,  12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. უცნობია, რა საკითხების განხილვა მოხდება სხდომაზე.

გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საქართველოს პატრიარქმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. მანამდე კი მეუფე იაკობმა  „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

ტეგები