სოფო კილაძე ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და ინტეგრაციის მხრდამჭერი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 20:50
სოფო კილაძე ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და ინტეგრაციის  მხრდამჭერი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

პროექტი შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარემ მარინა კარაბიო გუშეტმაც მიიღო და მხარდაჭერა გამოხატა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის ტოლერანტულობაზე და გამოცდილებაზე, როდესაც საუკენეების მანძილზე ქართველები სხვადასხვა ეთნოსთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და ურთიერთობდნენ.

„ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქვეყანაში სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კანონით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ხოლო სკოლა იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება. მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა ხელისუფლებამ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ უმცირესობათა ჩართულობის გაზრდაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში, სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში;“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) – ის გუნდის წევრები აქტიურად ითანამშრომლებენ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან , რათა მათ წარუდგინონ ეთნიკურ ჯგუფებზე მომზადებული კვლევები და რეკომენდაციაები.​

ტეგები