2-8 ნოემბერს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ N117-ე სკოლამდე ავტობუსი იმოძრავებს
ამობეჭდვა · 01 / 11 / 2019 11:23
2-8 ნოემბერს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ N117-ე სკოლამდე ავტობუსი  იმოძრავებს

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 2-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117-ე საჯარო სკოლამდე ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.

ტეგები