პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმა
ამობეჭდვა · 01 / 11 / 2019 15:52
პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალის წარსადგენად პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თავისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ტეგები