შსს-ს პოლიციის ატაშე პოლონეთის პოლიციის პროფესიული კავშირის თამჯდომარემ განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვა
ამობეჭდვა · 03 / 11 / 2019 13:32
შსს-ს პოლიციის ატაშე პოლონეთის პოლიციის პროფესიული კავშირის თამჯდომარემ განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია
პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ - რაფალ
იანკოვსკიმ პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მიმართ
განსაკუთრებული დამსახურებისა და პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიულ
კავშირთან წარმატებული თანამშრომლობისთვის გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე რაფალ იანკოვსკიმ გიორგი გამსახურდიას წარმატება
უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული
საპოლიციო თანამშრომლობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში.
დაჯილდოების ცერემონია ვარშავის პოლიციის კომენდატურაში, მოსტოვსკის
სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა. გიორგი გამსახურდიასთან ერთად, მსგავსი
ორდენებით დაჯილდოვდნენ ვარშავის პოლიციის მთავარი კომენდანტი, მისი
მოადგილე, ვარშავის გარნიზონის კაპელანი, პოლონეთის რამდენიმე პოლიტიკური
და საზოგადო მოღვაწე.
ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელები და ტერიტორიული
დანაყოფების უფროსები დაესწრნენ.