გრიგორი ლეპსს ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 00:14
გრიგორი ლეპსს ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი წუხს, რომ ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ მან ლატვიის სატელევიზიო არხ LT7-თან ინტერვიუში განაცხადა.

”არ ვტირი, თუმცა სამწუხაროა ”,- განაცხადა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ლატვიაში მისი ბევრი თაყვანისმცემელი საკუთარი ნამუშევრების პირდაპირ მოსმენას ვეღარ შეძლებს.

როგორც გრიგორი ლეპსმა განმარტა, ის ქვეყანაში რაიმე სახით უძრავ ქონებას არ ფლობს და, როგორც წესი, ლატვიაში ძირითადად, კონცერტებს მართავდა.

”უცნაურია, რომ სპორტსმენები და მუსიკოსები ზარალდებიან მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან,”-განაცხადა ლეპსმა და მზადყოფნა გამოთქვა, ”ნებისმიერ დროს” უპასუხოს ლატვიის ხელისუფლების ყველა კითხვას, თუ მისგან განმარტებას მოითხოვენ.

მანამდე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა, რომ გრიგორი ლეპსი “არასასურველი პირების სიაში შეიყვანეს”. ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს შეფასების საფუძველზე მიიღეს. მაისში, ლიეტუვამ გრიგორი ლეპსი “კრიმინალურ სამყაროსთან სავარაუდო კავშირების” გამო, ე.წ. შავ სიაში შეიყვანა.