„შემეცოდა პატრიარქი...“ - გიორგი გაბუნიას მონოლოგი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 00:20

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სულაც არ არის უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს
ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში განაცხადა.

“რაც უფრო დიდხანს ვუსმენდი კათოლიკოსზე თავდასხმებს მითუფრო მეტად ხვდებოდა ერთ რამეს, რომ შემეცოდა პატრიარქი. მართლა, ვიცი, ილია მეორე სუსტად გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს კარგად ვიცი, რომ ის სულაც არ არის უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს.

პატრიარქობასთან ერთად, ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ასე მარტივად არავის დააჩაგვრინებს თავს. მაგრამ, ეს მე მაინც მიტოვებს უფლებას ადამიანურად ასეთ მდგომარეობაში, რაც ხდებოდა იმ დღეს, ეს ადამიანი შემეცოდოს.

და არა მარტო ის, კიდევ უფრო მეტად ჩვენი საკუთარი თავები შემეცოდა”.