დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 10:18
დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატები რიგით მეთექვსმეტე კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძეს გაესაუბრებიან.

ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი იყო იმ ათკაციან სადავო სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს თავდაპირველად წარუდგინა.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატთან დეპუტატებს კითხვები ძირითად მის სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით აქვთ.

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დასრულდება. უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილია.

ტეგები