ლარსის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებს გადაადგილება ეკრძალებათ
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 11:15
ლარსის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებს გადაადგილება ეკრძალებათ

სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე თოვლის გამო სამანქანო მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. სომხური მედიის ინფორმაციით, ლარსის მიმართულებით გადაადგილება ეკრძალებათ სატვირთო მანქანებს, მსუბუქი ავტომობილებისთვის კი ნებადართულია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა თოვლის გამო დაწესდა და სავარაუდოდ დღეს, შუა დღიდან ნებისმიერი სახის მანქანა უპრობლემოდ შეძლებს გადაადგილებას.

"იმედინიუსი"

ტეგები