39 ცხედრის საქმეზე ვიეტნამში 8 ადამიანი დააკავეს
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 12:21
39 ცხედრის საქმეზე ვიეტნამში 8 ადამიანი დააკავეს

ვიეტნამის პოლიციამ, ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმესთან დაკავშირებით, 8 ადამიანი დააკავა.

“იმის მიხედვით, რა ინფორმაციასაც ეჭვმიტანილებისგან ვიღებთ, აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას, რათა ვებრძოლოთ იმ ჯაჭვებს, რომლითაც დიდ ბრიტანეთში ადამიანები უკანონოდ გადაჰყავთ“, - აცხადებს ნგე ანის პროვინციის პოლიციის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინა. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ეროვნებით ჩინელები არიან.

ტეგები