ნინო გოგუაძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატისგან მისი ე.წ. ათკაციან სიაში მოხვედრის საკითხით დაინტერესდა
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 12:46
ნინო გოგუაძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატისგან მისი ე.წ. ათკაციან სიაში მოხვედრის საკითხით დაინტერესდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადოდ განწესებულ მოსამართლის წევრობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ, პარლამენტის წევრი, ნინო გოგუაძე 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეთა ე.წ. ათკაციან სიაში ნინო ქადაგიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხით დაინტერესდა.

„თქვენ ბრძანდებოდით იმ ათკაციან მოსამართლეთა სიაში, რომელიც პარლამენტს დეკემბერში გადმოეგზავნა. თქვენ რომ გვითხრათ როგორი იყო თქვენი ამ სიაში მოხვედრის ისტორია და იცოდით თუ არა სხვა კანდიდატების შესახებ, ვინც თქვენთან ერთად სახელდებოდა უზენაეს სასამართლოში კანდიდატებად? ჩემი კითხვის არსი მდგომარეობს შემდეგში - ის რომ მოსამართლეების მცირე ჯგუფს ქონდა შესაძლებლობა, რომ მათი კანდიდატურა განხილული ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ბევრ მოსამართლეს ამისი შესაძლებლობა არ ქონდა, თქვენთვის როგორც მოსამართლისთვის როგორი იყო ეს საკითხი, რისი ნიშანი იყო თქვენთვის? თქვენც შეიძლება ყოფილიყავით მათ შორის, ვისაც შეიძლება შესაძლებლობა არ მისცემოდა. იყო თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ისევე როგორც თქვენ, სხვა კოლეგებსაც ქონოდათ შესაძლებლობა, თუ მათ ასეთი სურვილი ქონდათ, მიეღოთ მონაწილეობა და თავისი კანდიდატურა დაესახელებინათ ამ პოზიციაზე“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.



 

ტეგები