ის შეურაცხყოფას აყენებს პატრიარქს და ეკლესიას - პეტრე ცაავა პრეზიდენტზე
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 12:55
ის შეურაცხყოფას აყენებს პატრიარქს და ეკლესიას - პეტრე ცაავა პრეზიდენტზე

მეუფე პეტრე ცაავას თქმით, თუკი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი უარს იტყვის მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე, ამ საქციელით იგი დააიგნორებს სინოდს და შეურაცხყოფას მიაყენებს პატრიარქს.

მეუფე პეტრე ამბობს, ამ საქციელით კიდევ ერთხელ დადასტურდება პრეზიდენტის „დაფრანგულობის“ ფორმატი.

„თუ პრეზიდენტმა ისევ „დაფრანგულობის“ გზა აირჩია და თავის შეიკავა ამ საკითხის წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვის დასაკამაყოფილებლად. მაშინ, როდესაც ის ამბობდა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფას გმობდა, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. ამით სწორედ კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი „დაფრანგულობის“ ფორმატში. გამოდის რომ ეს არის დადგმული სცენარი წინასწარ შეთანხმებული გეგმა. საპატრიარქომ უშუამდგომლოს მოიხსნას ვალდებულება, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი. თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა. მაგრამ თუ საპატრიარქო იუსტიციის სამინისტროსაც არ მიმართავს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას აკიდებს პრეზიდენტს. როცა ის ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივიცსემისაკენ გამოდის, რომ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს და პატრიარქის თხოვნას არ სცემს პატივს“, - აცხადებს პეტრე ცაავა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. 

ტეგები