სოფიო ქაცარავა ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 15:45
სოფიო ქაცარავა ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველო-გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

დადებითად შეფასდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში.

სოფიო ქაცარავამ ჰუბერტს ქნირშს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ კონტრიბუციისთვის, რასაც გერმანია საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ახორციელებს.

ტეგები