სტამბოლში ავტობუსის მძღოლი გაჩერებას დაეჯახა, შემდეგ კი მოქალაქეებს დანით დაესხა თავს
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 16:06
სტამბოლში ავტობუსის მძღოლი გაჩერებას დაეჯახა, შემდეგ კი მოქალაქეებს დანით დაესხა თავს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ავტობუსის მძღოლი გაჩერებას დაეჯახა, შემდეგ კი მოქალაქეებს დანით დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ირანის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის მძღოლი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას და ზღვაში გადახტომას აპირებდა.

დანაშაულის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები