დავით მათიკაშვილი: „თქვენ რომ საგამოძიებო კომისია მართლა ცირკისთვის და პერფორმანსებისთვის არ გჭირდებოდეთ, შეიძლება საზოგადოებამ ეს ფორმატი კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს“
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 16:44
 დავით მათიკაშვილი: „თქვენ რომ საგამოძიებო კომისია მართლა ცირკისთვის და პერფორმანსებისთვის არ გჭირდებოდეთ, შეიძლება საზოგადოებამ ეს ფორმატი კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს“

თქვენ რომ საგამოძიებო კომისია მართლა ცირკისთვის და პერფორმანსებისთვის არ გჭირდებოდეთ, შეიძლება საზოგადოებამ ეს ფორმატი კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს“

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს „საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი გააცნო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის, შევარდნაძის და ა.შ. პერიოდში არსებულ შეწყალებებზე, იმას კი არ ვამბობთ, რომ რახან მაშინ რაღაც არასწორად კეთდებოდა დღევანდელ ეტაპზეც ვინმეს უფლება აქვს, რომ რამე არასწორად გააკეთოს. გაეცით საზოგადოებას პასუხი რამდენი კაცი აგროვებდით იმპიჩმენტზე ხელმოწერებს, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა. დღეს სამართალდამცავი სტრუქტურები თავის საქმეს აკეთებენ. თქვენ რომ საგამოძიებო კომისია მართლა ცირკისთვის და პერფორმანსებისთვის არ გჭირდებოდეთ, შეიძლება საზოგადოებამ ეს ფორმატი კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს. ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიის შემსწავლელმა კომისიამ დაადასტურა, რომ თქვენთვის ჭეშმარიტება არ არსებობს. ერთადერთი ჭეშმარიტება ევროპული საქართველოსთვის და ოპოზიციისთვის არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, მეტი ჭეშმარიტება მათთვის არ არის. ამიტომ დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს მუშაობა და სხვის თვალში ბეწვის დანახვას ჩვენს თვალში დირე დავინახოთ ჯობს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ტეგები