გიორგი ვოლსკი: ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 16:58
გიორგი ვოლსკი: ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე

„ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე თანამედროვე ისტორიის ამ გარკვეულ მონაკვეთზე და ის ამ პასუხისმგებლობას თავმდაბლობით, ენთუზიაზმით და სამშობლოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულებით ახორციელებს. ნებისმიერი დისკრედიტაცია მის მიმართ, რასაკვირველია პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“,-ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში გაცილებით უფრო საინტერესო საკითხებზე საუბრობს, ოპოზიციას კი გააფთრებული შეტევა აქვს პასაჟზე, რაც მის ქველმოქმედებას ეხება.

 

ტეგები