კრიშტიანუ რონალდუს პირადი სტილისტი მოკლეს
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 17:10
კრიშტიანუ რონალდუს პირადი სტილისტი მოკლეს

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფეხბურთის ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს პირადი სტილისტი რიკარდუ მარკეშ ფერეირა მოკლეს. 

უცხოური მდიის ცნობით, 40 წლის კაცის ცხედარი ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მომსახურე პერსონალმა აღმოაჩინა. მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 39 წლის ბრაზილიელი დააკავეს.დანაშაულის ჩადენამდე სასტუმროს ოთახიდან ხმაური ისმოდა.

მკვლელობის მოტივი უცნობია.

რიკარდუ მარკეშ ფერეირა  რონალდუს გარდა მის კლიენტებს შორის პორტუგალიელი დიზაინერები და ტელეწამყვანები იყვნენ.
 

ტეგები