სოფიო ქაცარავა და ირინა ფრუიძე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კატარინა ვიზერს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 20:11
სოფიო ქაცარავა და ირინა ფრუიძე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კატარინა ვიზერს შეხვდნენ

მხარეებმა საქართველო-ავსტრიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივა, ფორმატის 10 წლიანი გამოცდილება და მის ფარგლებში გატარებული რეფორმები, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები და მიმდინარე დღის წესრიგი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ეს მიმართულება სახელმწიფოს დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს.

ირინა ფრუიძემ შეხვედრისას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საპარლამენტო თანამშრომლობის როლზე და სამოქმედო დღის წესრიგზე ისაუბრა.

შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდა ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.
 

ტეგები