საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 20:15
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან/და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად არ დახარჯულა, - ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.

"ინფორმაცია პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებისა და მივლინებების შესახებ საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლია", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ტეგები