"მეუფე ისაიამ საკუთარი მანქანა გაყიდა და სკოლის მოსწავლეებს ავტობუსი უყიდა"
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2019 21:51
"მეუფე ისაიამ საკუთარი მანქანა გაყიდა და სკოლის მოსწავლეებს ავტობუსი უყიდა"

"მოგესალმებით. ამჯერად ნიქოზიდან.

ცხინვალის და ნიქოზის ეპისკოპოსი, ჩემი მეგობარი მეუფე ისაია იშვიათი კაცია - საკუთარი მანქანა გაყიდა და სკოლის მოსწავლეებს ავტობუსი უყიდა, დიდებული სასწავლო ცენტრი მოაწყო და მახლობელ სოფლის ბავშვებს რას აღარ ასწავლიან იქ. ეს სოფლები ოკუპაციის ხაზთანაა, ხოლო ისაია საკუთარი ხელით გამოთლილი ჯვრით, ნამდვილი მაგალითია არაერთისთვის, უთქმელი სათქმელით - "მემსგავსეთ მე"

დღეს, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სასწავლებლის ეზოში ეს ლამაზი სკვერის ბიბლიოთეკა მოაწყო და ვატო როდონაიას (მისი დაბადების დღეა) ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეჰმატა", - წერს გიორგი კეკელიძე.