სოფო კილაძე მოიქცა, როგორც თანამედროვე ქალი - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2019 11:50
სოფო კილაძე მოიქცა, როგორც თანამედროვე ქალი - არჩილ თალაკვაძე

თუ მას შეექმნა პრობლემები პირად ცხოვრებაში, სოფო კილაძე მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი თანამედროვე ქალი - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ სოფო კილაძის მიმართ მეუღლის მხრიდან სავარაუდო ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რის გამოც პარლამენტის წევრმა პოლიციას მიმართა და შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.

„ნებისმიერ ქალს, რომელიც შეიძლება იყოს ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვეროლი ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას. ამ ბრძოლაში და რეფორმებში სოფო კილაძე თავად იყო ჩართული. თუ მას შეექმნა პრობლემები პირად ცხოვრებაში, ის მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა, მიმართა პოლიციას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.