აზარტული თამაშების კიდევ ერთი მსხვერპლი - ბათუმში ახალგაზრდა ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2019 12:40
აზარტული თამაშების კიდევ ერთი მსხვერპლი - ბათუმში ახალგაზრდა ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ.

მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სათამაშო ბიზნესის აკრძალვას ითხოვდა.

"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით,“ - წერია მამაკაცის მიერ გავრცელებულ facebook პოსტში.