გარდაბანი-რუსთავის გზაზე აფეთქება მოხდა
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2019 12:59
გარდაბანი-რუსთავის გზაზე აფეთქება მოხდა

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის თხევადი აირის ავზი აფეთქდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს volkswagen-ის და HONDA-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.