პატრიარქსა და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა - თალაკვაძე
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2019 13:35
პატრიარქსა და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა - თალაკვაძე

პატრიარქსა და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ მოვლენების შედეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ დგას საქართველოს, სახელმწიფოსა და ეკლესიის გვერდით და გამოჩდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესები, მაღალი ალბათობით შედის ეკლესიის დისკრედიტაცია და ასევე შედის სახელმწიფოს შესუსტება და სახელმწიფო ინტერესების დაზაიანება.

„არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იდგნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან. საერთო ხაზი იკვეთება აქ, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია აერთიანებს ამ მოვლენებს ჩემი დაკვირვებით. თუმცა ვერანაირი განცხადებები ვერ შეასუსტებს ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავჯდომარე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მას იუსტიციის მინისტრთან ერთად ამ საკითხზე პრეზიდენტთან პოზიტიური სამუშაო შეხვედრა ჰქონდა.

„ჩვენ უკვე წარვუდგინეთ პრეზიდენტს რეკომენდაციები და მოსაზრებები თუ როგორ უნდა იყოს მომავალში ორგანიზებული და რეგულირებული შეწყალების პროცესი. ეს ძალიან პოზიტიურ შეხვდრა იყო, მან გამოთქვა მზადყოფნა რომ გამოსცემს ახალ ბრძანებულებას სადაც ეს ყველაფერი დარეგულირდება. სავარაუდოდ, მამალაძესთან დაკავშირებითაც ელოდება პრეზიდენტი როდესაც ახალი ბრძანებულება იქნება მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ სინოდის მიმართვას ის უპასუხოდ არ დატოვებს," - განაცხადა თალაკვაძემ.