გია გაჩეჩილაძე: უზარმაზარი და კეთილშობილი საქმეა წამოწყებული წყალტუბოს რეაბილიტაციის თვალსაზრისით
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2019 20:44
გია გაჩეჩილაძე: უზარმაზარი და კეთილშობილი საქმეა წამოწყებული წყალტუბოს რეაბილიტაციის თვალსაზრისით

„უზარმაზარი და კეთილშობილი საქმეა წამოწყებული წყალტუბოს რეაბილიტაციის თვალსაზრისით. ნახეთ რა ხდება ამ მხრივ ინტერნეტ სივრცეში. ეს ხალხი, ვინც ამას ეწინააღმდეგება და ცდილობს ეს ყველაფერი შავ ფერებში წარმოაჩინოს ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს? შვილები არ ყავთ? ვინ არიან ან საიდან არიან ასეთი მოძულეები საკუთარი სამშობლოსი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.



გია გაჩეჩილაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა შეძლოს ინფორმაციის და მით უფრო, ცრუ ინფორმაციის გავრცელების პირობებშიც სწორი აქცენტების დასმა და სიმართლის გარკვევა.



„მინდა ყველას ვთხოვო, შეიკავეთ თავი. უზარმაზარი სიკეთეები კეთდება ამ ქვეყანაში და ამით თქვენმა შვილებმა უნდა ისარგებლონ. ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა იყოს იმდენად ჯანსაღი, რომ კეთილს და ბოროტს ერთმანეთისგან არჩევდეს. ნამდვილ მეცენატობას უნდა არჩევდეს სიხარბისგან და ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოში სწორედ ასეა“,-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.