„დღეს დამირეკეს, მართლა დაკარგე თვალი? მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო?“ - მაკო გომური
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2019 20:53
„დღეს დამირეკეს, მართლა დაკარგე თვალი? მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო?“ - მაკო გომური

20-21 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ, 4,თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ - 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“

შეგახსენებთ, მაკო გომური ამ დრომდე, სახელმწიფომ დაზარალებულად არ სცნო.