დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს იმსჯელებენ
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2019 10:05
დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს იმსჯელებენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ. ვანო ზარიაშვილმა განცხადება საკუთარი სურვილით მას შემდეგ დაწერა, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მასსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, პირველივე სასესიო კვირაში კენჭი ეყრება ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ამის შემდეგ კი ცესკო პარლამენტს პარტიული სიიდან უფლებამონაცვლეს წარუდგენს.
ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში სავარაუდოდ თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

ტეგები