შიდსის ახალი შტამი აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2019 11:30
შიდსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

19 წლის განმავლობაში პირველად მეცნიერების ჯგუფმა აივ-ის (შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი) ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

კომპანია Abbott Laboratories-მა მისურის უნივერსიტეტთან ერთად კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ ახალი შტამი აივ-1-ის M ჯგუფის ნაწილია.

სპეციალისტების თქმით, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს, რადგან ახალი შტამის წინააღმდეგ თანამედროვე მკურნალობის მეთოდი ეფექტურია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის მონაცემებით, მსოფლიოში აივ ინფექციით, დაახლოებით, 36,7 მილიონი ადამიანია დაავადებული.

imedinews.ge