მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2019 13:14
მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე დღეს დილით, საკუთარ ბინის გარეთ, დერეფანში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. იასონ წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს,“ – განაცხადა ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელმა.

იასონ წამალაიძე 50 წლის იყო და როგორც ოჯახის ახლობელმა “ნეტგაზეთს” უთხრა იგი ჯანმრთელობას არ უჩიოდა.

გარდაცვლილი ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ეს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაშია.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

netgazeti.ge