განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სავარაუდოდ გაიყოფა - მიხეილ ბატიაშვილი
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2019 13:18
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სავარაუდოდ გაიყოფა - მიხეილ ბატიაშვილი

კითხვაზე, იგეგმება თუ არა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაყოფა, უკვე ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ „სამინისტრო, სავარაუდოდ, გაიყოფა“.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. არის რამდენიმე ვერსია, რომელიც იქნა ნახსენები და რომელიც შეეხება სამინისტროს გაყოფას. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შეიძლება, განხორციელდეს შემდეგი წლიდან, ამიტომ საკმარისი დრო არის, წლის ბოლომდე ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა, კონკრეტულად როგორ მოხდება, თუ მოხდა საერთოდ. მოხდება თუ არა დაყოფა, ამას ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ. როგორც გითხარით, დრო არის იმისთვის, რომ გრძელვადიანად ჩამოყალიბდეს ისე, როგორც საქმეს წაადგება,”- განაცახად მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს გადადგა თანამდებობიდან.

 

2020news.ge