„ბიუ-ბიუ“: სეს-ის განცხადება სალმონელაზე უსაფუძვლოდ ლახავს კომპანიის რეპუტაციას
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2019 19:25
„ბიუ-ბიუ“: სეს-ის განცხადება სალმონელაზე უსაფუძვლოდ ლახავს კომპანიის რეპუტაციას

კომპანია „ბიუბიუ“ ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას , რომლის თანახმადაც მათი წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს.  მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ.სეს-ის განცხადება სალმონელაზე უსაფუძვლოდ ლახავს კომპანიის რეპუტაციას.

„გვინდა გამოვეხმაუროთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე.

ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასიათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ უზრუნველვყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს.

რაც შეეხება მოწამვლას თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა. აღსანიშნავია, რომ სალმონელა არის 2000-ზე მეტი შტამის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვაც ხდება მხოლოდ 2 ტიპის სალმონელაზე Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ქათამს ვცრით. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თერმული დამუშავების დროს ამ ორი ტიპის სალმონელას გაუვნებლობაც ხდება. ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან შეთანხმებით ამ საკითხის მიკვლევადობის მიზნით უნდა მომხდარიყო სალმონელას ტიპიზაცია ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა სამწუხაროდ, ტიპიზაციის შედეგების გარეშე გააკეთა გუშინ საღამოს სურსათის ეროვნულმ სააგენტომ განცხადება, რომელიც უსაფუძვლოდ ლახავს კომპანიის რეპუტაციას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ტეგები