მაშველებმა ზესტაფონში ძაღლი გადაარჩინეს
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2019 21:50
მაშველებმა ზესტაფონში ძაღლი გადაარჩინეს

მეხანძრე-მაშველებმა ზესტაფონში ძაღლი გადაარჩინეს.

ის მდინარე ყვირილაზე არსებულ ხიდთან ახლოს, ჯებირზე იყო და წყლის ადიდების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მაშველებმა ოთხფეხა მეგობარი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს.

მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ტეგები