ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა რადიკალი ჯგუფების მწვავე პროტესტის ფონზე გაიმართება
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2019 10:08
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა რადიკალი ჯგუფების მწვავე პროტესტის ფონზე გაიმართება

დღეს, ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეარებში ერთდროულად გაიმართება. ფილმის პრემიერა რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტის ფონზე გაიმართება.

ლევან ვასაძე და "ქართული მარში" პრემიერის ჩაშლითა და კინოთეატრების პიკეტირებით იმუქრებიან.

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება.

ფილმთან დაკავშირებით საპატრიარქოს ცალსახა დამოკიდებულება აქვს - ეკლესიისთვის კატეგორიულად შეურიგებელია "სოდომური ურთიერთობების" პოპულარიზაცია, თუმცა საპატრიარქო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავები საზოგადოებრივ წესრიგს დაიცხავენ.

ოსკარზე წარდგენილ ფილმზე - "და ჩვენ ვიცეკვეთ" დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია.