"ბათუმის პორტში" უკრაინიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოჩნდა
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2019 12:58
"ბათუმის პორტში" უკრაინიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოჩნდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.