თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2019 13:54
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
 
"აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე.
 
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
 
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - აცხადებენ მერიაში.