დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს - შსს
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2019 14:38
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ განცხადებას გამოეხმაურა. ცაციაშვილის განცხადებით, განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა სამინისტრომ უკვე დაიწყო.
 
"რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.