კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2019 19:31
კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი. ისინი კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

„ამირანთან“ დაძაბული სიტუაციაა. რამდენჯერმე კინოთეატრის შესასვლელისკენ პიროტექნიკა ისროლეს.