თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2019 17:04
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან - გიორგი მინდელის ხიდამდე.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!