ვარკეთილში მეექვსე სართულიდან მამაკაცი გადახტა და გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2019 17:44
ვარკეთილში მეექვსე სართულიდან მამაკაცი გადახტა და გარდაიცვალა

ვარკეთილში შუა ხნის მამაკაცი მეექვსე სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, კაცი 41 წლის იყო და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.